რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) გუბაზ სანიკიძე ოპოზიციონერი კოლეგების იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომლებიც პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე იჯდა ირაკლი კობახიძე, რომელიც არის მოღალატე.

„კობახიძე უარესია ჩემთვის, ვიდრე გავრილოვი. გავრილოვი მეტოქეა ჩემთვის, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია, მას აქვს დავალება და თავის ქვეყნის დავალებას აკეთებს. მაგრამ აქეთ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე აკეთებს იმას, რაც გააკეთა და მოდი, ვთქვათ რა, კობახიძემ ქნა ეს და შეხვედრაზე, როცა მიდიხართ ჩემო მეგობრებო საქართველოს მოღალატესთან... ჩემთვის ის არის მიუღებელი ადამიანი. კობახიძე არ უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ მორალურად აგრესიულები "ოცნებასთან", მე რომ მივსულიყავი პრეზენტაციაზე კობახიძეს ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს. მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენი ემოცია გვაქვს. მე არავის არ ვამტყუნებ და არც არავის არ ვამართლებ," - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "არჩევანში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×