რეზონანსი
03.07.2019

 „ბიძინა ივანიშვილიც უნდა დავამარცხოთ ისე, რომ არ შემოჭენდეს სააკაშვილი იქ,“ - ეს განცხადება „არჩევანის“ ეთერში ალეკო ელისაშვილმა გააკეთა, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის გაღიზიანება მოჰყვა.

დეკანოიძის თქმით, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ ორბიტაზეა და ის რუსეთისა და კარასინის მესიჯებს იმეორებს. მათ ერთმანეთი პოპულიზმში დაადანაშაულეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ის პარტიებიც გააკრიტიკა, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ პრეზენტაციას დაესწრნენ.

„ეს არის სამარცხვინო, იმიტომ ხარ, ალეკო, "ოცნების" ორბიტაზე. იმეორებ იმას, რასაც ამბობენ რუსები და კარასინი, იმიტომ მიხვედი, იმიტომ მოუხადე მადლობა,“ - განაცხადა დეკანოიძემ, რაზეც ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს ორბიტაზეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×