(რეზონანსი) მარნეულში, სოფელ ნორგიულში 3 წლის ბავშვი მკრატლით გულმკერდის არეში დაიჭრა. ბიჭუნა სხეულზე მიყენებული ჭრილობით მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალის" კლინიკაში დღეს შეიყვანეს.
კლინიკის დირექტორი ტატა შენგელაია რადიო "მარნეულსთან" ამბობს, რომ ბავშვი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„ერთი ჭრილობა იყო, გულმკერდის მარჯვენა მხარეში. სტაბიულური იყო ბავშვის მდგომარეობა, თუმცა ჭრილობა შემავალი იყო და იაშვილის კლინიკაში გადავიყვანეთ" - გვითხრა ტატა შენგელაიამ.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დედამ შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბავშვი წაიქცა და მაკრატელით, რომელიც ხელში ეჭირა მიიღო დაზიანება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.