რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა თქვა, რომ მას საგამოცდო პროცესზე სიყვარული აუხსნეს.

ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ბიჭს არ იცნობს და პირველად მხოლოდ საგამოცდო სექტორში ნახა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE წერს.

„გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა. გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე კი თქო და მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ კაფეში დამპატიჟებდა. ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა და თუ უმაღლესში ვერ ჩავაბარე მომავალი საქმროს გაცნობა ხომ მაინც შემრჩება",- ამბობს აბიტურიენტი.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.

მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×