რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) მაკო გომურს გერმანიაში ყოფნის პერიოდში პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც აქციის წევრებმა განაცხადეს, გომური კლინიკიდან უკვე გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

მომიტინგეებმა მაკო გომურს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის წინ აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაპირისპირების დროს დაშავდა 240 ადამიანი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, მათ შორის იყო 18 წლის მაკო გომური. ის აქციის მონაწილე არ ყოფილა. იმ დროს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა და ნასროლი რეზინის ტყვია თვალში მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×