რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) 2019 წლის იანვარი-ივნისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,127,142 შეადგინა, რაც 193,368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე-ზრდა +10%. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისივე ცნობით, 6თვეში საქართველოში 3,862,444 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%.

რაც შეეხება 2019 წლის ივნისის თვეს, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471,979 შეადგინა, რაც 71,990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე- ზრდა +18%.

ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ კი 873,966 შეადგინა-ზრდა +20.2%.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×