რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის, გამოკითხვა დასრულდა. მან უკვე დატოვა ძველი თბილისის პოლიციის განყოფილება.

მაქარაშვილს გამომძიებლებმა მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები.

საქმე ეხება მისთვის გაგზავნილ მუქარის შემცველ შეტყობინებებს. როგორც გიგა მაქარაშვილი ამბობს, მას უცხო პირი შეტყობინებებს უგზავნის და მოკვლით ემუქრება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

„ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასოდეს შეხება არ მქონია, არასდროს არ მოუწერია ჩემთან, არავითარი კონტაქტი ჩემთან არ ჰქონია. ზუსტად გინებით იწყებს და მუქარით იწყებს, არც არანაირი ძველი ნაცნობობა და არც რამის გახსენება არ აქვს, არანაირი კონტაქტი არ მქონია. მეტიც, ეს კაცი არ არის დათო მაზანაშვილი, სხვა სახელით და გვარით არის მოსული, ბუნებრივია, რომ იმალება. თუმცა, როგორც ჩანს, ტექნოლოგიებში კარგად ვერ ერკვევა, არ ვიცი სახელი და გვარი, თუმცა, მე როგორც მივხვდი, ეს რა პროცედურებიც ჩატარდა იქ, სხვა სახელით და გვარით არის. მისი იდენტიფიკაცია უკვე მოახდინა პოლიციამ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შესაბამისი უწყებები ძალიან მალე მოახდენენ რეაგირებას იმიტომ, რომ მსგავსი ადამიანები დიდ ფსიქოლოგიურ საფრთხეს წამოადგენენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის," - განაცხადა მაქარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×