რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე 15 ათასი პოლიციელი იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, აქციაზე 5 ათასი პოლიციელი იმყოფებოდა, რაც დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული იყო.

„გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. მონაწილეობდა დაახლოებით 5 000 პოლიციელი, რაც ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იყო აუცილებელი და დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული", - განაცხადეს შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×