რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მორიგი ტრავმა მიიღო, თუმცა, ივლისის ბაშოს გამოტოვებას არ აპირებს.

ტოჩინოშინმა მარცხენა მხარი გუშინდელი ვარჯიშისას დაიშავა და იძულებული იყო თანაკლუბელებთან - აოიამასთანა და ტოჩიოძანთან მხოლოდ სამ სპარინგს დასჯერებულიყო.

ახლა, 31 წლის ქართველი სეკიტორი ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ტკივილგამაყუჩებლებს იღებს, თუმცა, მომავალს მაინც იმედიანად უყურებს.

„ყველაფერი გუშინ მოხდა, როდესაც გარკვეულ ვარჯიშებს ვასრულებდი, მაგრამ თავის ჩაქინდვრა არაფერს მომიტანს. საჭიროა, კვლავაც წინ გავიხედო", - აღნიშნა გორგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×