რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2019-ის მეორე საგამოცდო დღეა. აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.

ყველა საგამოცდო ცენტრთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და მათთან მიმართვა როგორც აბიტურიენტებს, ისე მათ გულშემატკივრებს შეუძლიათ.

გორის საგამოცდი ცენტრში სამედიცინო დახმარება ამ დრომდე 30 აბიტურიენტს დაჭირდა. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ გვერდწითელმა უთხრა.

გვერდწითელის განმარტებით, მედიკოსებს აპლიკანტები ძირითადად ნერვიულობის ნიადაგზე გამოწვეული სიმპტომებით მიმართავდნენ.

„ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სამივე სესიაზე აპლიკანტები საგამოცდო ცენტრში მყოფ ექიმს თავის ტკივილითა და მსუბუქი სტრესით მიმართავდნენ. სხვა რაიმე გართულება არ ყოფილა", - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×