რეზონანსი
02.07.2019

 (რეზონანსი) აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო.

დავით გარეჯში მცხოვრები მამა ზვიადი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით სატვირთო მანქანით, სავარაუდოდ, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა, რომელითაც აღნიშნულ ბილიკს ამაგრებს.

„ჩიჩხიტურის მიმართულებით რომ სამანქანო გზა შეიყვანეს, იმ გზის მერე კოშკამდე შესასვლელი ბილიკი გრძელდება. სწორედ ამ მხარეს ქვები დაალაგეს და გაამაგრეს. ჩვენი გიდი ჩიჩხიტურის კოშკზე იყო ასული და მასთან გადავამოწმე ეს ინფორმაცია", - განაცხადა მამა ზვიადმა „ინტერპრესნიუსთან".

ამასთან, მისივე განმარტებით, ბილიკის გამაგრების პროცედურას გუშინ, თვითონაც შეესწრო.

„გუშინ დილით ვიყავი ასული, მაინტერესებდა, ხდებოდა თუ არა რამე ახალი. სატვირთო ავტომანქანით მოუტანიათ რაღაც, არ ვიცი ზუსტად რა არის, ტომრებში იყო, სავარაუდოდ, ქვიშა იყო. რაღაც გზებს ამაგრებენ, ოღონდ იმ გზას, რაც ტრაქტორით გაჭრეს. ეს არის გუშინდელი ინფორმაცია", - დასძინა სასულიერო პირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×