(რეზონანსი) „ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ, ასე არ ხდება" - ეს განცხადება, თბილისის მერმა კახი კალაძემ 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
რაც შეეხება, შესაძლო გადაცდომებს და სამართალდამცავების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებას, კალაძე ამბობს, რომ ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
„იკვეთება დანაშაულები და რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში. იყო გადაცდომები, რა თქმა უნდა, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მონაწილეობდა გადაცდომაში, უნდა მოეთხოვოს ყველა იმ პოლიტიკოსს, ვინც მოუწოდებდა შტურმისკენ და პარლამენტში შევარდნისკენ. ის ქმედებები, ის განცხადებები, ის მოწოდებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ 20-ში საღამოს, ეს იყო ძალიან მძიმე, რასაც რა შედეგი მოჰყვა, ყველამ კარგად დავინახეთ. ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, რომ გაჩერდით ბიჭებო, ახლა უნდა გაგაფრთხილოთ, ასე არ ხდება," - განაცხადა კახი კალაძემ.