თელავში, ყვარლისა და ოსტროვსკის ქუჩის მცხოვრებლები, 25 წელია კანალიზაციის გაყვანას ითხოვენ.
მოსახლეობას საპირფარეშოები და საკანალიზაციო ჭები ეზოებში აქვს მოწყობილი, რაც სხვადასხვა დაავადების გაჩენის საფრთხეს წარმოადგენს. ამის გარდა, საკანალიზაციო ჭები ეზოებში მიწის ჩავარდნას იწვევს, რაც შეიძლება ფატალური შედეგითაც დასრულდეს.
„25 წელია, ყოველ წელს მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გამუდმებით შიშით ვცხოვრობთ, რომ მიწა ჩავარდება და ჩაგვიტანს, მაგრამ შედეგს ვერ მივაღწიეთ"- თქვა პრაიმტაიმთან გია გაგუნაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, კანალიზაციის გაყვანაზე, გაერთიანებულ წყალმომარაგებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„მომავალი წლისთვის ვგეგმავთ, კანალიზაციის გაყვანას და ამ ქუჩების მოასფალტებასაც"- განაცხადა ნარეკლიშვილმა.
თელავში, ყვარლისა და ოსტროვსკის ქუჩებზე 150- ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
წყარო: პრაიმტაიმი