
20 ივნისის ღამეს, სპეცრაზმელების მიერ დაჭრილი, დავით გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.
რეგიონულ ჰოსპიტალში რჩება კიდევ ორი ადამიანი. მედიკოსების განცხადებით, ერთ-ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას სავარაუდოდ დღეს გაწერენ.
მესამე დაშავებული ჯერჯერობით კვლავ კლინიკაში დარჩება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობს სამი პაციენტი - 23, 32 და 46 წლის მამაკაცები. აქედან როგორც მოგახსენეთ 23 წლის პაციენტს ურთულესი ნეიროქირურგიული და თვალის ოპერაცია ჩაუტარდა წარმატებით და ეს პაციენტი ხვალ დატოვებს კლინიკას. 32 წლის მამაკაცი უკვე რამდენიმე დღეა, ხოლო 46 წლის მამაკაცი უკვე მეორე დღეა მოხსნილი არიან ფილტვების ხელოვნური ვენტილაციისაპარატიდან, იმყოფებიან სპონტანურ სუნთქვაზე, კონტაქტურები,"-აცხადებს რეგიონული ჰოსპიტალის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.