რეზონანსი
02.07.2019

 ჟურნალისტი ია თინიკაშვილი მომღერალ ნინო ქათამაძეს პასუხობს:

“მე იმ რეგიონში ვცხოვრობ, რომლის ნახევარი უკვე 10 წელია ოკუპირებულია და არც თმადაწნული დივა მინდა ასეთი და არც თავგადახოტრილი!

ბოდიში, ვწუხვარ, მაპატიე… არც ისე რთულია ამ სიტყვების თქმა, მთავარი სხვა რამეა – დანაშაულის აღიარება, პასუხისმგებლობის აღება და იმის გაცნობიერება, რა ჩავიდინეთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა აზრს კარგავს ,,ბოდიში“. 

მაგალითად, როცა შენი სახელმწიფოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ოკუპაციის თემაზე თავპირს ამტვრევს შენს ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს და შენ მიდიხარ ამ დროს ამ ოკუპანტთან და უმღერი, ართობ და ახალისებ! არც თმადაწნული დივა მინდა ასეთი და არც თავგადახოტრილი!

კიდევ, ეს ,,ბოდიში“ არც სინანულის გამოხატვად მივიღე, არც გულწრფელობის გამომხატველი ქცევა იყო და სირცხვილის – მითუმეტეს და აქეთ ულტიმატუმებს აყენებს კიდევ ვიღაცის გადადგომასა და წასვლაზე.

გინდა ბოდიშით იმღერეთ და იტინგიცეთ ახლა და გინდა – უბოდიშოდ.”– წერს ია თინიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×