რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) ცნობილმა რუსმა კომიკოსმა ივან აბრამოვმა, კრემლის მოწოდების მიუხედავად, საქართველოში გასტროლების გაუქმებაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან რადიო Говорит Москва-ს განუცხადა.

„კონცერტს არც გადავდებთ და არც გავაუქმებთ. საქართველოში ჩავფრინდებით მინსკის ან ბაქოს გავლით. ჩემი მხიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კონცერტი შედგეს", - აღნიშნა აბრამოვმა რადიო Говорит Москва-სთან..

აბრამოვს კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 23 აგვისტოს არის დაგეგმილი.

მანამდე კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუს არტისტებს უსაფრთხოების მიზნით საქართველოში გასტროლებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×