რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ქართველი მომღერლის ნინო ქათამაძის განცხადებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

„ის ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ალბათ პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი არაფერი იცის. თუ მას კითხვები ექნება, ყოველთვის ვიქნებით მზად განვუმარტოთ", - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

პესკოვმა რუს მომღერლებსაც მიმართა და მოუწოდა მათ, რომ ფრთხილად იყვნენ საქართველოში წასვლასთან დაკავშირებით. „იქ არ არის უსაფრთხო", - აღნიშნა პესკოვმა.

ნინო ქათამაძემ, რომელიც 20 ივნისის აქციის შემდეგ რუსეთში იმღერა, განაცხადა, რომ რუსეთში აღარასდროს გამოვა სცენაზე და რომ მხარს უჭერს მიმდინარე აქციებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×