რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) "გიორგი გახარიას მრავალფეროვანი საქართველო არ აიტანს. გიორგი გახარია არის ნაცრისფერი საქართველოსი", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

"გიორგი გახარიას მრავალფეროვანი საქართველო არ აიტანს. გიორგი გახარია არის ნაცრისფერი საქართველოსი. ბიძინა ივანიშვილის საბჭოთა საქართველოს ნარჩენია გახარია. ღრუზინია. შემთხვევით არ არის ის მოსკოვიდან ჩამოსული. მისი აზროვნებითაც ასეთია. უფერული ნაცრისფერი, თაგვსიფერი, პოსტსსაბჭოთა ხელისუფალი თავისი გახარიათი და ისეთი ხალხით, ვინც პარლამენტში უკადრებელს კადრულობს, ეს არის ერთი მხარე და მეორე, მრავალფეროვანი ჭრელი ფერადი ლამაზი, ევროპული საქართველო ეს არის მეორე მხარე, ეს არის მომავალი, იქნება ეს მომავალა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×