რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა პარლამენტში გარკვეულ სიჭრელეს გამოიწვევს, თუმცა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჯობია, მწვავე დისკუსიები პარლამენტში წარიმართოს.

„პროპორციული არჩევნები პარლამენტში მოგვიტანს ზუსტად იმ განწყობების ასახვას, რა განწყობებიც არის რეალურად საზოგადოებაში. ანუ, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში ხელისუფლება, ვეღარ შეძლებს იმაზე მეტი მანდატის მოპოვებას პარლამენტში, ვიდრე მას მოსახლეობა მიანიჭებს. ეს გამოიწვევს გარკვეულ სიჭრელეს პარლამენტში, მაგრამ ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში სიტუაცია ისეთია, რომ ალბათ ჯობია, პარლამენტის შიგნით იყოს მწვავე დისკუსიები, ვიდრე ქუჩაში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×