რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი დუშელ, თიანელ და ყაზბეგელ ამომრჩევლებს მიმართავს და ჯიგარს უწუნებს.

"დუშელ-თიანელ-ყაზბეგელო ამომრჩევლებო, მე იქ გყავდით ასარჩევი და თქვენ ჩემს ნაცვლად ზაქარია ქუცნაშვილი ამოირჩიეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მას ქონდა ფული და ივანიშვილ-ოცნება უჭერდა მხარს. ხომ მოგჭრათ თავი მთელ მსოფლიოში და ხომ შეგაწერათ მილიონიანი ბიზნესები ლარსი ჰესიდან დაწყებული რესტორან ერწოს მადლითა და ასეულობით ათასი ჰექტარი მიწებითა თუ თბილისში მთელი პრესტიჟული ქუჩების მიტაცებით.

ორი ვადით ვიყავი თქვენი მაჟორიტარი და ერთი ბიზნესი, ერთი მეტრი მიწა, ტყე, ჭალა ერთი ხე და ერთი ბალახი არ ამიღია და ჩემსკენ არ გადმომიდია, გადაგარჩინეთ მხედრიონ-გვარდიის თარეშს, არ გავაყიდინე ბაზალეთის ტბა ყაჩაღ გუბერნატორ ბუჩუკურს ფეთხულა გიულენის თურქულ უნივერსიტეტზე. თქვენ მაინც ვერაფერი დაგანახეთ. სამაგიეროდ, აი ესაა ჩემი სიმდიდრე. მირჩევნია თქვენგან დამარცხებული ვიყო და დავრჩე ზნეობრივად, ვიდრე გამამარჯვებინოთ და გამოვიდე ქუცნაშვილი. ისე, მე მრცხვენია თქვენს მაგივრად, ჯიგარი მაინც ვინ და რამ ამოგაცალათ, ჯიიგარი", - წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×