რეზონანსი
01.07.2019

 (რეზონანსი) ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში ამბობენ, 2 ივლისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +27+32 გრადუსი, თბილისში კი +30 გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამით, ქარის სიჩქარე დროგამოშვებით 17-22 მ/წმ იქნება, ხვალიდან კი 10-15 მ/წმ-ს არ გადააჭარბებს.

3 ივლისს, საქართველოში +27+32 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი, ხოლო 4 ივლისს შესაძლოა, დღისით დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდეს, აღმოსავლეთში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×