რეზონანსი
01.07.2019

 გოგო, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა, მიმართვას ავრცელებს და ამის შესახებ მაკო გომური სოციალურ ქსელში წერს:

"მეგობრებო, სამკურნალოდ აქ წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ თვალახელილი ჩამოვალ ან კიდევ უფრო სისულელე, თვალს გადავინერგავ. სროლის შემდეგ, ჩემ თვალში არაფერი დარჩა, ყველაფერი იქცა ნაფლეთებად!

გუგა, ბადურა, სკლერა, პიგმენტი - არაფერი არაა დარჩენილი, გარდა კუნთებისა, რომლებმაც თუ იმუშავა ჩავისვავ ხელოვნურ თვალს, რომელსაც იგივე ფენოტიპი ექნება, რაც მეორე თვალს და იმ კუნთების დახმარებით შევძლებ ვამოძრავო. გადარჩა ასევე ქვედა ქუთუთო და ასევე "ააწყვეს" ზედა ქუთუთოც, რომლის უჯრედები ან განაგრძობენ მუშაობას ან არა;

გეფიცებით, თქვენზე მეტად მე მინდოდა მხედველობა არ დამეკარგა, მაგრამ დავკარგე; 

ნუ დამტირით ხალხო; საფეთქელს 2 სანტიმეტრითაა აცელილი ტყვია, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო, მარა გადავრჩი (თუ ამას გადარჩენა ჰქვია) და დავკარგე მხოლოდ თვალი. ვაზროვნებ, დავდივარ, ვლაპარაკობ - ხო საკმარისია არა ბევრი რამისთვის?

სამშაბათს მაქვს კიდევ ერთი ოპერაცია აქ, უნდა ჩასვან გამყოფი ლინზა,რომ ზედა ქუთუთო არ შეახორცდეს შიდა ნაწილს; 

4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილიბები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე; 

მაგრამ თვალის გადანერგვა ჩემი ნახევართვალასთვის ამ ეტაპზე არის შეუძლებელი! ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!

კი ბატონო, სახელმწიფო მაფინანსებს. ზოგადად სამსახურში რამეს რომ ვაფუჭებდი, მე ვცდილიბდი იმის გამოსწორებას, ჩემი მოვალეობა იყო და მადლობასაც არავისგან ველოდი; ეს ისე", - წერს მაკო გომური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×