რეზონანსი
01.07.2019

 ქმრისასა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე "იმედის კვირასთან" ჰყვება თუ როგორ ცხოვრობს და რას აკეთებს საპატიმროში. მისი თქმით, ციხემ საკუთარი თავის სიყვარული ასწავლა.

"ციხეში რა გამოვიარე საკუთარი თავის მოფერება და სიყვარული ვისწავლე. დავდექი სარკესთან და ჩემს თავს ვაკოცე", - ამბობს ის.

პაპიძე ციხეში ხატავს, მუშაობს თიხაზე და მისი თქმით, ეს საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებს.

"ძნელია ნამუშევრებით მოჰყვე, რაც შიგნით იგრძნობა, მაგრამ მაინც საშველია. ვკითხულობ. მიყვარს ლიტერატურა. გადავწყვიტე წერილებზე მემუშავა. შეიძლება ერთი ფარატინა ფურცლით ისეთი სიტყვა მოგივიდეს, რომ ციხეში იფრინო", - ამბობს პაპიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×