რეზონანსი
30.06.2019

 (რეზონანსი) ბიზნესმენი დევიდ ლი 20 ივნისის აქციის დროს განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ პოლიტიკურ პროცესს ეხმაურება.

„ცხადია, ინტერნეტით ვუყურებდით დღევანდელ მოვლენებს. დღეს, გუშინ, მანამდეც შემხვდა რამდენიმე კარგად ნაცნობი ევროპელი კოლეგა. გზავნილი მივიღე და მარტივად ვიტყვი მათ განწყობებს - პარლამენტში ძალადობრივი შეჭრა და ამაზე მოწოდებები ნაცმოს მიერ ვერ „პრავდება" დასავლეთში. მიშას შედარებები, რომ გარეთ 2003წ. და მსგავსი მოვლენებია, არ „იჭმევა" ბრიუსელებსა და ლონდონებში. დრონიდან გადაღებული ფოტო/ვიდეო კი დასავლელებს არ აინტერესებთ. თანაც, მაქსიმალურად გამოჩენილი ნაცმოსა და მათი სატელიტების მიერ მობილიზებული აქტივი უფრო აქ განსჯისათვისაა საინტერესო, ვიდრე ევროპასა და ვაშინგტონში. რეალურად მათ შეიტყვეს პარლამენტში ძალისმიერი შეჭრის მოწოდებები რევანშიტებისგან და ამას ვერაფრით გადაღეჭავენ. უზუსტესი კრისტალიზაცია კი სახეზეა. God save our country!",- წერს დევიდ ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×