რეზონანსი
30.06.2019

 (რეზონანსი) 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაშავებული 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „პირველი არხი" ავრცელებს.

როგორც რეგიონულ ჰოსპიტალში ამბობენ, პაციენტი კონტაქტურია და ექიმების მიერ მასთან კომუნიკაციაზე რეაგირებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მართვით სუნთქვაზე რჩება.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ასევე გაუმჯობესებულია 32 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში 20 ივნისის ღამეს დაშავებული ექვსი პაციენტი რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×