რეზონანსი
30.06.2019

 (რეზონანსი) რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონში გამოცხადებულია საგანგებო მდგომაროება.

რუსეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, სტიქიის შედეგად დატბორილია 4200 საცხოვრებელი სახლი, რომელშიც ათი ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ირკუტსკის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, რეგიონში ნალექი კვლავ მოსალოდნელია. გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარეებში წყლის დონე მომატებულია, რაც წყალდიდობის გამეორების საფრთხეს ქმნის. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 800 მილიონ რუბლს აჭარბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×