რეზონანსი
30.06.2019

 (რეზონანსი) კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი აალდა. ორი მამაკაცი ხანძრის შედეგად ადგილზე დაიღუპა.

ოთხი დაშავებული, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანია, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×