რეზონანსი
30.06.2019

 (რეზონანსი) ინციდენტი ბავშვთა პენიტენციურ დაწესებულებაში - დაჭრილია ერთი მსჯავრდებული, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია. ის უკვე მოინახულეს ოჯახის წევრებმა. ყბის მოტეხილობის გამო, ამ ეტაპზე ექიმები ქირურგიულ ოპერაციას გეგმავენ. ​

მომხდარზე გამოძიება გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორიც.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×