რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში 350-ე ადგილზეა.

როგორც „ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსშია აღნიშნული, მისი ქონება ბოლო სამ თვეში 100 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ბიზნესმენის ქონება, 2019 წლის 28 მარტის მდგომარეობით 5.22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 28 ივნისის მდგომარეობით კი - 5.32 მლრდ-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×