რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი) „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში ფილარმონიიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი. შესაბამისად, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობაზე ისმის შეძახილები "წადი" და „საქართველო“.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×