რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი) გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ავთანდილ თალაკვაძე 20-21 ივნისის ღამეს დაშავებული იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომლებიც ამ დრომდე კლინიკებში იმყოფებიან.

"კლინიკებში რჩება 6 პაციენტი, მათგან "რეგიონალურ ჰოსპიტალში" 3 მოთავსებული. ერთი პაციენტის გაწერა უახლოეს მომავალში იგეგმება, რაც შეეხება ალადაშვილიდან გადმოყვანილ ორ პაციენტს, 35 წლის მამაკაცთან ჩატარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, ის უკვე აპარატიდან მოხსნილია, კონტაქტურია და მისი რეაბილიტაცია საზღვარგარეთ იგეგმება, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მოგვცემს. მეორე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, გაუმჯობესედა. სამართალდამცავებიდან ორი პაციენტი გაიგზავნა თურქეთში, მათგან ერთს ორშაბათს ჩაუტარდება განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია, მეორე პაციენტთან, რომელსაც თვალის დაზიანება ჰქონდა, დაწყებულია რეაბილიტაციის პროცესი. ჯამში ახლა გამგზავრებულია სამი პაციენტი, უახლოეს მომავალში კი, 4 პაციენტი გაემგზავრება საზღვარგარეთ. ხვალ დღის ბოლოს და ზეგ გამთენიისას გერმანიასა და ისრაელში კიდევ გაემგზავრებიან პაციენტები, ისინი შემდგომ რეაბილიტაციის კურსს საზღვარგარეთ განაგრძობენ", - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×