რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი) ძლიერი წვიმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში.

მდინარე ოჩხომური კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგად ადიდდა ღელეები და დაიტბორა სახნევ - სათესები. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები, ასევე ჩამოშლილია ნაპირსამაგრი ჯებირები. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.

სტიქიის შედეგად, ძირითადად ზიანი მიადგა სოფლებს: ნაფიჩხოვოს, ჭოღას, ნაკიანს, მუხურს, ქვედა ჩხოროწყუს, თაიას.

ნაფიჩხოვოში მოსახლეობა ნაპირსამაგრი ჯებირისა და სანიაღვრე არხის მოწყობას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×