რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი) ნიკა მელიასთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილს ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. 

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიას მიერ დაწესებული ოთხი შეზღუდვიდან ორს - საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე საცხოვრებელი სახლის დატოვების აკრძალვას და მომავალ მოწმეებთან კომუნიკაციის შეზღუდვას ასაჩივრებს.

მელიას ეკრძალება: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, მოწმეებთან კომუნიკაცია.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×