რეზონანსი
29.06.2019

 (რეზონანსი)  გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგა ტელეარხ მესამესთან ინტერვიუში ამბობს, რომ თვალის დაკარგვასთან ერთად სახის ძვლებიც დაზიანებული აქვს და ახლა იმპლანტები უდევს. 

გიორგი დეტალურად იხსენებს მომხდარს:

„რუსეთი ოკუპანტია და ყოველთვის ვიტყვი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მეორე თვალიც რომ არ მქონდეს, მაგ აზრზე ვიქნები. რუსეთი არის დამპყრობელი და საქართველო უნდა იყოს რუსეთის გარეშე. ჩვენი ბოლო ომი ყოფილიყოს რუსეთთან და სხვებს აღარ გამოეცადოთ ასეთი სიმწარე, რაც მე და მაკომ გამოვცადეთ...

ვიდექი პარლამენტის კიბეებთან გვერდზე და გვერდიდანვე მესროლეს. გასროლის ხმა გავიგონე და ეგრევე მომხვდა. ეს არ იყო შემთხვევით ნასროლი, ეს იყო გამიზნულად გასროლილი. ელოდებოდნენ და მესროლეს“ ამბობს გიორგი სულაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×