რეზონანსი
29.06.2019

 მხოლოდ ნიკა მელია არ არის ის პირი, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„რასაკვირველია, ვისაუბრეთ, პარლამენტში შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც გამოიყენა პოლიციამ. იმავდროულად, ყველამ მხარი დაუჭირა მოსაზრებას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს. უნდა ვნახოთ გამოძიება რა შედეგს მოიტანს. დავაფიქსირეთ ის, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და დავაფიქსირეთ ისიც, რომ პროპაგანდისტული შემოტევა მიმდინარეობს იმ მიმართულებით, რომ თითქოსდა არანაირი შეჯახება და პროვოკაცია არ არსებობდა. გარდა 

ამისა, იმაზეც იყო საუბარი, რომ არც მხოლოდ ნიკა მელიაა ის პიროვნება, რომელსაც პასუხი უნდა მოეთხოვოს. ბევრი ადამიანი იდენტიფიცირებულია. პასუხისმგებლობა ამ ოპერაციის ჩატარებაზე თავიდან ბოლომდე, თავის გაცემული ბრძანებით, არის, რასაკვირველია შინაგან საქმეთა მინისტრის, მაგრამ თუკი ამ პროცესში იყო ძალის გადაჭარბება, ამას გამჭვირვალე და სიღრმისეულმა გამოძიებამ უნდა მისცეს პასუხი“ - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×