რეზონანსი
29.06.2019

 ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია არ აპირებს რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის უფლება შეიზღუდოს. მისი თქმით, თუკი მას იმის გამო დააკავებენ, რომ დეპუტატმა სხდომათა დარბაზში მოხსენება წაიკითხა, მმართველი გუნდი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

"გუშინწინ მუშტებს მიქნევდნენ, ხელებს მიქნევდნენ და მეუბნებოდნენ, რომ დასაჭერი ხარ. დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებული არიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, ასე დგანან და არ იციან რა გააკეთონ.

მთავარია, რომ მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ვივლი პარლამენტში, როგორც მინიმუმ. წარმოიდგინეთ, დილით ავდგები გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ?ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან,რომ გამოცხადდა პარლამენტარი, წარმოთქვა სიტყვა ეს არის გირაოს პირობების დარღვევა და უნდა წავიდეს ციხეში? სადაც არ უნდა გაიხედონ ყველგან თავი მოეჭრებათ. იმიტომ რომ ბოროტი განზრახვა ჰქონდათ და ეს განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს“, - განაცხადა მელიამ.

იგი პროკურატურის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, იმასთან დაკაშირებით რომ ბრალდების მხარე აპირებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. მისი თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო მას გირაოს პატიმრობით შეუცვლის ეს ხელისუფლება თავს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ვეღარ გაიმართლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×