რეზონანსი
29.06.2019

 სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"მივმართავ ბ-ნ გიორგი გახარიას, პროკურატურას და სასამართლოს!

"შარშან ჯგუფური ხულიგნობა დამედო ბრალად!  "რ2"-ს და გვარამიას გაუგორეთ კოჭი და დამიჭირეთ! ზუსტად იმ მუხლით რა მუხლიც ბრიფინგით გიკარნახათ გვარამიამ!

დედის გინების მეტი არაფერი გამიკეთებია, რაც არ ცდება ადმინისტრაციულ წვრილმან ხულიგნობას! 

5000 ლარი გირაო და 3 თვე გლდანის ციხე მხვდა წილად!

20-21 ივნისის მოვლენების შემყურე პროტესტი მიჩნდება! მე თურმე ხულიგანი ვარ და ეს ახალგაზრდები პროტესტს გამოთქვამენ?! ამ ქვეყანაში სამართალი არის? გეკითხებით?

შესაბამისად, მოვითხოვ მე და ჩემთან ერთად დაკავებულებს შეგვიწყდეს საქმის წარმოება! ეს უსამართლობა და უთანასწორობაა და მეტი არაფერი!" - წერს სადღობელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×