რეზონანსი
29.06.2019

ერთ კვირაზე მეტია 14 წლის გოგონა სიკვდილს ებრძვის. მას თავის ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, გულის მუშაობაც აღდგა და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა. 9 ივნისის დილას გოგონა დედამ გააღვიძა. ის საწოლზე წამოჯდა და უცებ გონება დაკარგა. დედამ პირიდან გადმოსული ქაფი რომ დაინახა, შველა ითხოვა. მეზობელმა "სასწრაფო" გამოიძახა და ექიმებმა ელექტროშოკით ბავშვს გული აუმუშავეს.

კლინიკაში გაირკვა, რომ გოგონა გაურკვეველი ნივთიერებით არის მოწამლული. 

ინეზა ბურდული, გოგონას დეიდა: "ბოლო დროს სკოლაშიც შეამჩნიეს, რომ სულ მერხზე ედო თავი, მოთენთილი ყოფილა. ორი კვირით ადრე ვკითხე, შეყვარებული ხომ არა ხარ-მეთქი, ამისთვის არ მცალია, უნდა ვისწავლოო. 

საავადმყოფოს ექიმმა მარჯვენა ხელზე­ ორი ნაჩხვლეტი აღმოაჩინა. როგორც ამბობენ, ისეთი წამალია გაკეთებული, სისხლში კვალს არ ტოვებს. ტვინს დიდ­ხანს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა და თავში შეექმნა პრობლემები, ამიტომ ურთულესი ოპერაციის ჩატარებაზე დავთანხმდით.

ძალიან მეგობრული დედა-შვილი არიან, მაგრამ არაფერი მოუყოლია. რამდენიმე დღით ადრე უკითხავს, დედა გიყვარვარო? რამე რომ დამემართოს, ინერვიულებო? დედამისმა ერთხელ შენიშნა, რომ რაღაცას თამაშობდა და მისი დანახვისთანავე გათიშა, თუმცა ბავშვი რაიმე სახიფათო თამაშს კატეგორიულად უარყოფდა. გარდა ამისა, ამ ბოლო პერიოდში ბავშვს ორჯერ დაეჯახა მანქანა, რაც დიდ ეჭვს ბადებს, რომ ეს შემთხვევითი არ იყო. ძალიან ბევრი რაღაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ "ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა".

(პალიტრა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×