რეზონანსი
28.06.2019

  "ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ ეს ქვეყანა? მერამდენედ მეორდება, ეს ხომ გავლილი გვაქვს, რაც 1990-იან წლებში მოხდა,"- მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრთა კაბინეტის წევრი აცხადებს, რომ მსგავს ქმედებებს ქვეყანა "უდიდეს რისკებამდე მიჰყავს"

"მოვუწოდებ ყველას, გიორგი გახარიას მომხრეებსაც, იმათაც, ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, იმათაც, ვინც არ მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა და იმათაც - ვინც ნეიტრალური იყო, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ - არ შეიძლება, ეგეთი საბაბით, ჩვენ თუ ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანეთ, მერე ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა, მერე ეს კითხვები ბევრად უფრო მძიმეა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს, ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ ეს ქვეყანა? მერამდენედ მეორდება, ეს ხომ გავლილი გვაქვს, რაც 1990-იან წლებში მოხდა.

"ალბათ, სადმე სხვაგან, საბანკეტო დარბაზში რომ გვეხილა იგივე გავრილოვი ბერძენ კოლეგასთან ერთად, სუფრის თავში, ასეთი მძიმე რეაქცია არ იქნებოდა,"- ამბობს მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×