რეზონანსი
28.06.2019

  ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით, ერთ თეთრზე მეტით გამყარდა. ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2 ლარსა და 86 თეთრზე მეტი ღირს. იგივე ფასად შეგიძლიათ აშშ დოლარის ყიდვა სავალუტო ჯიხურებშიც.

ეკონომიკურ გუნდში ლარის გაუფასურების მიზეზებს ნეგატიურ მოლოდინებში ხედავენ. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე ეროვნული ვალუტის კურსზე მაკრო-ეკონომიკურ ფაქტორებს გავლენა არ მოუხდენიათ.

 

თუმცა, ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ტურიზმის სექტორში შექმნილმა გამოწვევამ, ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა ივნისსა და ივლისში მოახდინოს.

 

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა.

 

წყარო: იმედი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×