რეზონანსი
28.06.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თაქვმჯდომარის მოადგილემ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

გია ვოლსკის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

"ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს, რა შედეგს მოიტანს. აქედან გამომდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუკი ეს პასუხისმგებლობა იმ დონეზე ამოვა, რომელზეც იგი საუბრობდა, ის შესაბამისი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, პროპაგანდისტული შემოტევა მიმდინარეობს ძირითადად იმ მიმართულებით, რომ თითქოს არაფერი ხდებოდა და შეჯახების პროვოკაცია არ არსებობდა, რაც არასწორია და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×