(რეზონანსი) ადრე თუ გვიან, გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე ხელს ივანიშვილს დაადებენ, ამაში დარწმუნებული ვარ, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.
მიისვე თქმით, გუშინ პრემიერმა და შს მინისტრმა ბოლომდე ისიც კი ვერ თქვეს, რა ევალებოდათ.
„ძალიან დაპატარავდა პარლამენტი თავისი შემადგენლობით და ივანიშვილმაც ალბათ უკვე დაინახა, რომ ამათ იმედად არ შეიძლება იყო. არსებობს პარლამენტი, არის პოლიტიკური ურთიერთობები და არის ადამიანური ურთიერთობები. მაგრამ ადამიანი როდესაც პიროვნულში გადადიხარ, იქ უკვე პატარავდები.
ჩვენ გუშინ მოვუსმინეთ პრემიერს, შს მინისტრს და ისისნი იმდენად დამამცირებელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რომ ბოლომდე ისიც კი ვერ თქვეს, რა ევალებოდათ.
ისე დაიტოვეს უკან დასახევი გზა,მე დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ხელს ივანიშვილს დაადებენ", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.