რეზონანსი
28.06.2019

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის წევრები იმსჯელებენ იმ დეპუტატთა გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

საპარლამენიტო უმრავლესობის ნაწილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გუნდურობის პრინციპის შენარჩუნება, რაც შეეხება მოსალოდნელ სანქციებს, როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, არანაირი სანქცია და პარტიიდან გარიცხვა მოსალოდნელი არ არის.

დეპუტატთა ნაწილი კი სხდომის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატ ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მხარი მმართველი პარტიის 91 დეპუტატმა დაუჭირა, 4-მა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ეს დეპუტატები არიან: ალექსანდრე ერქვანია, მარიამ ჯაში, რომან კაკულია და ბიძინა გეგიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×