რეზონანსი
28.06.2019

 რუსული ესტრადის ქართველმა მომღერალმა, ვალერი მელაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაბადების დღის აღნიშვნაზე უარი თქვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. თეთრ ჩოხაში გადაღებულ ფოტოსაც მელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

"ჩემს დაბადების დღეზე ყველას გისურვებთ სიყვარულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მე არ ვაპირებ მოვაწყო დღესასწაული ამ დღეს, მით უმეტეს საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე. დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. ერთ დღეში შეწყდა ავიამიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, ერთ დღეში ვერ დაანგრევ. პოლიტიკურ ამბიციებს საღ აზრზე, სიყვარულსა და პატივისცემაზე მაღლა აყენებენ. ყველაფერი გაივლის, ესეც გაივლის… მაგრამ ცხოვრებაც მიდის" - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×