რეზონანსი
28.06.2019

 (რეზონანსი) ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, იქ, სადაც იყო, არ უნდა ყოფილიყო, ვამბობ ძალიან რბილად, ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში რიგით მეორე პირმა, გადადგა, ჯობდა უფრო ადრე, მაგრამ გადადგა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ამ ქვეყანაში გვინახავს სამჯერ და ოთხჯერ მომხდარა სახელმწიფოზე თავდასხმა, ომები და გადატრიალებების მცდელობები ან შეუსრულებელი გადატრიალებები. მე ვსვამ კითხვას, ამან რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. კარგი არაფერი. აქაც რბილად ვამბობ, შესაბამისად, ვზომავ ყველა სიტყვას. მოგცემთ მე ამით მაგალითს. არ უნდა მომხდარიყო, მოხდა. გავა დრო და უფრო მწვავე სიტყვებს ვიტყვით. არ არის კარგი შეჯიბრი, ვინ უფრო მწვავე სიტყვებს ვილაპარაკებთ დღეს ქვეყნისთვის. შესაბამისმა პირმა გამოიჩინა პასუხისმგებლობა. ასეთი რამ ჩვენ ადრე არ გვახსოვს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოვიჩინეთ ეს მრავალჯერ. ერთხელ გვახსოვს ბატონი შოთაძე გადადგა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×