რეზონანსი
28.06.2019

 (რეზონანსი) გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება - ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აკეთებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადადგომა, ისევე როგორც შს მინისტრის გადადგომა, აწყობს იმას, ვინც ქვეყანაში პროვოკაცია მოაწყო.

„მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადაგდება, ეს არიან ის ძალები, რომლებმაც ის პროტესტი, რომელიც თქვენ გქონდათ, მე მქონდა, რომ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო... დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია, არ მინდა, რომ ვთქვა დიდი მეთქი, მაგრამ ცეცხლი, რომელზეც თქვენ ამბობთ, ახალგაზრდები აპროტესტებენ," - განაცხადა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×