რეზონანსი
28.06.2019

 (რეზონანსი) ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

მამუკა ბახტაძემ დღეს კიდევ ერთხელ 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე, ბრიფინგზე ისაუბრა.

"ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა საერთაშორიო პარტნიორი. რა თქმა უნდა ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენს როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები , ხომ არ მოხდა გარკვეული სამართადამცველების მხრიდან ძალის გადამეტება. მიმდინარეობს გამოძიება, მას ში ჩართულია სახალხო აპარატი და ჩვენ ვუზრუნველყოფთ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის მაღალი ხარისხით,"-განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×