(რეზონანსი) დილიდან, ენგურის ხიდზე გადმოსული გალის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელება.
"შვილები აფხაზეთში არიან. გადმოსვლა უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ახლა მე მივდივარ იქით, არ ვიცი რა დრომდე გასტანს ეს შეზღუდვები", - ამბობს ჭუბურხინჯის მკვიდრი.
ერთ-ერთი სტუდენტი გოგონა ამბობს, რომ მშობლებთან დაბრუნებას რამდენიმე თვეა ვერ ახერხებს.
„თვეები რომ ელოდები შენს სახლში წასვლას.. მერე როგორც ხდება, ხან საბუთებს გვართმევენ ხან აუქმებენ, ზოგჯერ კი როგორც უნდათ ისე ცვლიან საბუთებს, რომელსაც აღარ გაძლევენ და რჩები მოლოდინით. ახლა ვიგებ, რომ საზღვარი იკეტება და ჩემს სახლში სტუმრად ჩასვლაც კი მეკრძალება."
ხიდზე ორმხრივი მიმოსვლა მხოლოდ ენგურჰესზე დასაქმებულებს და ექიმის ცნობის მქონე პაციენტებს შეუძლიათ. ენგურის ხიდზე მიმოსვლა გუშინ საღამოს შეიზღუდა. დე-ფაქტო ხელისუფლების თქმით, მიზეზი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებია.