რეზონანსი
28.06.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს ისტორიული შანსი, რომ ააცილოს ამ ქვეყანას ის განსაცდელი, რომელიც ელოდება და სწორ განვითარების გზაზე გაიყვანოს.

ხუხაშვილი პარლამენტის წინ შეკრებილ აქტივისტებს შეუერთდა. მისი თქმით, ის მთელი ცხოვრება მოვლენათა ეპიცენტრშია, მაგრამ პირველად გამოვიდა მიტინგზე.

„მინდა მივმართო პირადად ბიძინა ივანიშვილს, მან უნდა შეწყვიტოს ეს მარიონეტების თეატრი, უნდა გამოვიდეს სააშკარაოზე და უნდა გახდეს 2020-ში არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტი და წავიდეს. ეს იქნება პირადად მისი, გედის სიმღერა. და თუ ის ამ გზას ვერ ხედავს, ვერ ხედავს კარებს, მე მზად ვარ მივიდე მასთან, ჩავკიდო ხელი, ვაჩვენო ეს გზა, ერთად გავიაროთ და ერთად ვიმღეროთ გედის სიმღერა. ეს ქვეყანა თქვენია, ჩვენია და ამ ქვეყანას სჭირდება სამართლიანობა. რაც ვერ შევძელით ჩვენ, თქვენ უნდა შეძლოთ,"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×