რეზონანსი
28.06.2019

 (რეზონანსი) მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისის" აქციების 8%-ს დროებით ასხვისებენ. ამის შესახებ განცხადება აქციონერებისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა. ინფორმაციას BPN ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ხაზარაძე და ჯაფარიძე განიხილავენ, „თიბისის" აქციების დაახლოებით 8% დროებით მესამე მხარეს, საფინანსო ინსტიტუტს გადასცენ, იმ პირობით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ წილს უკან გამოისყიდიან.

ცნობისთვის, ბანკის ბენეფიციარების ჩამონათვალი, რომლებიც პირდაპირ და არაპირდაპირ ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს, წილების მითითებით ასე გამოიყურება:

მამუკა ხაზარაძე - 13.37%; ბადრი ჯაფარიძე - 6.68%; European Bank for Reconstruction and Development - 8.08%; JPMorgan Asset Management - 6.49%; Schroder Investment Management - 7.18% და Dunross & Co. - 5.94%.

ბოლო მონაცემებით, „თიბისის" საბაზრო კაპიტალიზაცია 871.17 მლნ გირვანქა სტერლინგია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×